ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 111-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200];

ტანკი – 1 434 ერთეული [+2];

ჯავშანტექნიკა – 3 503 ერთეული [+8];

საარტილერიო სისტემა – 718 ერთეული [+11];

MLRS – 229 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 588 ერთეული [+3];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 473 ერთეული [+13];

სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

201 თვითმფრინავი;

130 ვერტმფრენი;

1 196 უპილოტო საფრენი აპარატი;

338 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 525 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 933 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 583 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 111 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print