ქუთაისში, ზაფხულში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
ბაღების გაერთიანებაში  განმარტავენ, რომ  მორგე ბაღები (N5
ავტოქარხანა და N18)  4 ივლისიდან  29 ივლისის ჩათვლით
იმუშავებენ.  
გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა
განცხადებები  უკვე უნდა წარადგინონ. 
"გუშინ დაიწყო რეგისტრაცია, ველოდებით
განცხადებებს'',- ამბობს დავით წიტაიშვილი.
ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივლისიდან დაიწყება.
ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები