ახალი ამბები
თეთრი სახლი - ვმუშაობთ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვის აღსაკვეთად
FaceBook
ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღვკვეთოთ იმ მარცვლეულის გაყიდვა,
რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოიპარეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და აქტიურად ბლოკავს სურსათის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან, რაც მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს ზრდის.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას  გააგრძელებს.


Print