ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად, გერმანელი ექიმი ერთვება
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად, გერმანელი ექიმი, ზოგადი ქირურგი ერთვება.

არსებული ინფორმაციით, „ემპათიას“ ექიმებმა უცხოელ კოლეგას კვლევების ნაწილი უკვე გადაუგზავნეს.

ცენტრ „ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს მივლენ.

„ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კვლევებში ასევე ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი ერთვება.

მისივე თქმით, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა და ექსპერტიზის საბოლოო დოკუმენტის შემუშავება გრძელდება.

interpressnews
Print