ახალი ამბები
რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ტოვებს
FaceBook
რუსული მედიის ცნობით, რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გადის.


"რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ", - იტყობინება რუსული მედია.

შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ევროკავშირის მხარდაჭერით ცდილობდა ორგანიზაციაში მოსკოვის მონაწილეობა აღეკვეთა.

უკრაინაში 108 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print