ახალი ამბები
"ომის განმავლობაში მოკლულია 32 050 რუსი ჯარისკაცი"- უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბი, ომის დაწყებიდან დღემდე, მოკლული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ცნობით, გასული 108 დღის განმავლობაში, სამხედრო მოქმედებების შედეგად მოკლულია 32 050 რუსი ჯარისკაცი. ბოლო დღეებში ლიკვიდირებულია 150 ოკუპანტი.

24 თებერვლიდან, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1419 ტანკი, 3466 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო სისტემა, 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 579 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2448 სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი, 54 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

უკრაინაში 108 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი