ახალი ამბები
კვებითი დეფიციტის პრობლემა საქართველოში ნახევარმილიონამდე ადამიანს აწუხებს
FaceBook
საქართველოში ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება მინიმალურია.


ხილისა და ბოსტნეულის კვების რაციონიდან ამოღება იწვევს სერიოზულ ნუტრიციულ პრობლემებს.

საქართველოში ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება მინიმალურია, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდ ნაწილში მიკროელემენტების ნაკლებობა აღინიშნება.

კვებითი დეფიციტის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, კვებითი დეფიციტის პრობლემა საქართველოში ნახევარმილიონამდე ადამიანს აწუხებს.

"კვებითი დეფიციტი არ არის შიმშილი. ეს არის იმ მიკროელემენტების ნაკლებობა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. ჯანმრთელობის 60-70% განპირობებულია ჯანსაღი კვებით," - აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.

მედიკოსები კი აღნიშნავენ, რომ მიკროელემენტებით გამდიდრებული ჯანსაღი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია.

"საქართველოში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაა, ბოსტნეულის მოხმარება მინიმალურია, მაშინ როდესაც ბოსტნეული მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით. ხილისა და ბოსტნეულის კვების რაციონიდან ამოღება იწვევს სერიოზულ ნუტრიციულ პრობლემებს ადამიანის ორგანიზმში," - აღნიშნავს იაშვილის კლინიკის პედიატრი, მაია ხერხეულიძე.

კვებითი ანუ ნუტრიციული დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, მედიკოსების რჩევით აუცილებელია მეტი ხილისა და ბოსტენულის მიღება.

Print