ახალი ამბები
Rockაია - ქუთაისში როკ ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ქუთაისი 17-18 ივნისს როკ ფესტივალს Rockაია-ს უმასპინძლებს. 

ფესტივალში ათამდე ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მათ შორის, ჯგუფები - SILENCE, CYCLE ERROR, VODKA VTRAIOM, დაგდაგანი.

"ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ზუსტდება ჯგუფების რაოდენობა",
- ამბობენ ქუთაისის მერიაში. 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

როკ საღამოები ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პარკში გაიმართება.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.
Print