ახალი ამბები
"ზაპოროჟიეში გარკვეული პოზიტივი გვაქვს, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლას ვახერხებთ"
FaceBook
"ფრონტზე სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები, რომლებიც ოკუპანტების მთავარი სამიზნეა, დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალები თანდათან წინ მიიწევენ ხარკოვში და ოკუპირებულ ტერიტორიებს თანდათან ათავისუფლებენ.

„თანდათან მივიწევთ წინ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო სრულმასშტაბიანი ომის 106 დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში 107 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print