ახალი ამბები
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში რუსეთი პირველ ადგილზეა
FaceBook
2015 წელს საქართველოდან რუსეთში 18 308 177 ბოთლი (0,75ლ) ღვინო გაიყიდა.

2015 წელს საქართველოდან 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი (0,75ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 დოლარს შეადგენს.

ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი შედიან.

გასულ წელს საქართველოდან რუსეთში 18 308 177 ბოთლი (0,75ლ) ღვინო გაიყიდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 ქვეყნაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი ბრენდული ღვინო (0.5ლ), საიდანაც შემოსავალმა 18 600 000 დოლარი შეადგინა. ასევე, 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 26 500 000 ლარის ღირებულების 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი და 21 ქვეყანაში 118 890 ბოთლი (0,5ლ) ჭაჭა, რომლის ღირებულებამ 466 300 დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.


Print