ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 106-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ;

ტანკი – 1 398 ერთეული [+5];

ჯავშანტექნიკა – 3 438 ერთეული [+9];

საარტილერიო სისტემა – 711 ერთეული [+8];

MLRS – 213 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 562 ერთეული [+3];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0] ;

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 421 ერთეული [+15];

სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

193 თვითმფრინავი;

130 ვერტმფრენი;

1 163 უპილოტო საფრენი აპარატი;

336 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

493 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 834 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

3 512 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 106 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print