ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 105-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140] ;

ტანკი – 1 393 ერთეული [+3]; 

ჯავშანტექნიკა – 3 429 ერთეული [+13];

საარტილერიო სისტემა – 703 ერთეული [+9] ;

MLRS – 213 ერთეული [+6] ;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+0] ;

თვითმფრინავი – 212 ერთეული [+1] ;

ვერტმფრენი – 178 ერთეული [+1] ;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 559 ერთეული [+6] ;

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0] ;

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0] ;

მანქანები და საწვავის ავზები – 2 406 ერთეული [+1] ;

სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0] ;

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

190 თვითმფრინავი;

129 ვერტმფრენი;

1 139 უპილოტო საფრენი აპარატი;

333 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 443 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 807 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 464 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 105 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print