ახალი ამბები
ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა
FaceBook
ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა (საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა) გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გადაცემულ იარაღს შორისაა სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.

"ნორვეგიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზეზების გამო დახმარების საჯაროდ გაცხადება დააყოვნა. მომავალ დახმარებებზე, შესაძლოა, საჯაროდ განცხადება და კომენტარი არ გაკეთდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში 105 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print