ახალი ამბები
რამდენად არის კავშირში ომის დასასრული უკრაინისთვის დასავლეთიდან მიწოდებულ იარაღზე?!
FaceBook
დასავლელი პარტნიორების თანამედროვე სამხედრო ტექნიკას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ომის მიმდინარეობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევითი მოქმედებები დამპყრობლების განდევნის მიზნით შესაძლოა აგვისტოში განხორციელდეს.

ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL- თან ინტერვიუში განაცხადა.

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, დასავლური იარაღი ბევრად ეფექტურია, ვიდრე რუსული და საბჭოთა. მისი ძალა კონკრეტულ მაგალითებზე უნდა შეფასდეს.

"საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან. პირველი ის არის, რომ კონტრ-ბატარეის ბრძოლის პროგრამის განსახორციელებლად, უკრაინული 152 მმ-იანი ჰაუბიცისთვის სამიზნეზე დასარტყმელად 40-მდე ჭურვი უნდა იყოს გამოყენებული. თანამედროვე იარაღისთვის, რომელსაც დასავლეთი გვაწვდის.  M777 ჰაუბიცების, ფრანგული CAESA-სა ან ჩეხური დანისთვის საკმარისია 4-5 ჭურვი, ანუ ჭურვების მოხმარება თითქმის 10-ჯერ ნაკლებია", - აღნიშნავს ექსპერტი.

ომის დასრულების დროზე და უკრაინელი დამცველების აქტიურ კონტრშეტევასთან დაკავშირებით, სელეზნევი ეყრდნობა ორი, მისთვის ავტორიტეტული, სამხედრო პირის აზრს.

"ერთი მხრივ, ეს არის გენერალი ბუდანოვი, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი. ის ამბობს, რომ იმ აქტიურ ქმედებებს, რომელსაც უკრაინის არმია კონტრშეტევითი მოქმედებებით ჩაატარებს ჩვენი მიწის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო არმიის გაძევებასთან დაკავშირებით, ეს არის აგვისტო.

მეორეს მხრივ, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება. ის ამბობს, რომ თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება სისტემურად მოგვეწოდება, მაშინ აგვისტოსთვის ფრონტზე ვითარება მკვეთრად შეიცვლება და უკრაინის არმია შეძლებს საზღვრები, მიმდინარე წლის 23 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნოს", - აღნიშნა სელეზნევმა.

უკრაინაში ომის 105-ე დღეა.

Print