ახალი ამბები
"რუსეთის სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციას იკავებენ'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმებს განაგრძობს, თუმცა უკრაინის ქვედანაყოფები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ.
ბრიტანეთის დაზვერვა განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

დაზვერვის ვარაუდით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რომელიმე მხარე მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტების თავდასხმები დონბასის ოლქშია კონცენტრირებული, რუსეთის სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. უკრაინის ქვედანაყოფებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად ხერსონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.

ოკუპირებული ზონა 500 კმ-მდეა გადაჭიმული, რუსეთიც და უკრაინაც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან თავდაცვითი ხაზის შენარჩუნებაში. ოკუპირებულ ხერსონში რუსეთი ძალადობრივად აყალიბებს რუსეთის ფედერაციის მსგავსს ადმინისტრაციას, რუსული რუბლის შემოღებითა და სკოლებში რუსი მასწავლებლების დასაქმებით",  -
წერია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

უკრაინაში 105 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print