ახალი ამბები
14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა
FaceBook
14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაიწყო.

დღეს დილის 08:00 საათზე ენგურის ხიდზე და ბათუმში, 10:00 საათზე ახალციხეში, 10:30 საათზე ყაზბეგში, 11:00 საათზე ახმეტასა და ლაგოდეხში, 12:00 საათზე შინდისსა და ბოლნისში, 13:00 საათზე მარნეულში სტუდენტები რეგიონის ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშებს აღმართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება პრეზიდენტის სასახლეშიც. სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

საზეიმო ღონისძიებაზე და მიღებაზე გამოფენილი იქნება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.




Print