ახალი ამბები
რუსებმა გაანადგურეს უკრაინაში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი
FaceBook
რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს უკრაინის მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში.

ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს CNN.

"მორიგი რუსული სარაკეტო დარტყმა,ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს უკრაინაში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში", - წერს ბორელი.

ბორელმა თქვა, რომ დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს უკრაინის პორტებიდან სავაჭრო გემების უსაფრთხოების შესახებ.

"დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ავრცელებს, სულ უფრო ცინიკური ხდება", - წერს ის.

ნიკოლაევის მერის ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის ფქვილის საწყობებში. ხანძრის ჩაქრობა 6 ივნისამდე გაგრძელდა.

ნიკოლაევი მდებარეობს უკრაინის მარცვლეულით მდიდარ ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერი რეგიონის გვერდით.

უკრაინაში 104 დღეა ომია.
Print