ახალი ამბები
საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა
FaceBook
რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით გაიზარდა. 

სხვანაირად რომ ვთქვათ მიმდინარე წლის მაისში რუსი ვიზიტორების რაოდენობა გახუთმაგდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოს 51 561 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 10 818 იყო.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს თურქეთი - 60 184 ვიზიტორით, მეორე რუსეთი - 51 561 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი იკავებს 42 606 ვიზიტორით.
Print