ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის ომში 32 ჟურნალისტი დაიღუპა
FaceBook
24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 32 ჟურნალისტი მოკლეს. 

ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს.

"(რუსეთთან) რვა წლიან ომში ჩვენ კიდევ უფრო მეტი (ჟურნალისტი) დავკარგეთ", - თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ. 

6 ივნისი უკრაინაში "ჟურნალისტის დღედ" ითვლება.

"ჟურნალისტები თავად არიან საინფორმაციო ფრონტის ჯარისკაცები. დღეს ისინი ამხელენ კრემლის გაუთავებელ აბსურდულ ტყუილებს. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ყველას წვლილს ჩვენს საერთო ბრძოლაში სისხლისმსმელი მტრის წინააღმდეგ საინფორმაციო ფრონტზე...", - აღნიშნულია იყო კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

უკრაინაში 103 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print