ახალი ამბები
რუსეთმა კიევი, დასავლური იარაღის მიწოდების ჩაშლის მიზნით, დაბომბა - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმა, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვის მონაცემებს УНИАН ავრცელებს.

5 ივნისს, დილით, რუსულმა საკრუიზო რაკეტებმა Kh-101  დაარტყეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, უკრაინის ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო.

დონბასში ბრძოლებთან დაკავშირებით, ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს მძიმე ბრძოლებზე სევეროდონეცკში და რუსული ჯარების წინსვლაზე სლოვიანსკში. ეს რუსების მხრიდან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობის ნაწილია.

მიმოხილვაში ნათქვამია შავ ზღვაზე არსებულ ვითარებაზეც. აპრილში კრეისერ "მოსკვას" დაკარგვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხომალდების საჰაერო თავდაცვისთვის, განალაგეს რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა ზმეინის კუნძულზე, შავი ზღვის დასავლეთით.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთის აქტიურობა ზმეინის კუნძულზე ხელს უწყობს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და ხელს უშლის საზღვაო ვაჭრობის აღდგენას, კერძოდ, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს.

როგორც ცნობილია, დილით რუსეთმა კვლავ ესროლა რაკეტები კიევსა და მის შემოგარენს და დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

5 ივნისს, დილით, მტრის ოთხი რაკეტა მოხვდა კიევის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დარნიცის ავტოსარემონტო ქარხანას. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმის მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ მიწოდებული T-72 და სხვა ჯავშანტექნიკის განადგურება.

უკრაინაში 103 დღეა ომია. 

ფოტო: КГГА
Print