ახალი ამბები
"უახლოეს დღეებში რუსები შეეცდებიან მიწასთან გაასწორონ ლუგანსკის რეგიონი''- გაიდაი
FaceBook
ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაი ვარაუდობს , რომ უახლოეს დღეებში რუსეთის არმია შეეცდება მიწასთან გაასწოროს ლუგანსკის რეგიონი.
მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის არმიამ ორი დავალება მიიღო.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი გაწმინდეს რუსებისგან. კადიროველებიც იღებენ მიმართვას, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე კონტროლს დაიბრუნებენ. რუსეთის არმიის მეთაურმა მიიღო ორი დავალება - 10 ივნისამდე აეღო სევეროდონეცკი და ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილი. უახლოეს მომავალში ველით, რომ რეზერვი, რაც მათ აქვთ, ტექნიკა, მთელი პერსონალი სწორედ ამ ორი ამოცანის შესასრულებლად იქნება გადასროლილი"
, -განაცხადა გაიდაიმ.

უკრაინაში 103 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print