ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 103-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100];

ტანკი – 1 386 ერთეული [+5];

ჯავშანტექნიკა – 3 400 ერთეული [+8];

საარტილერიო სისტემა – 690 ერთეული [+4];

MLRS – 207 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+1];

თვითმფრინავი – 211 ერთეული [+1];

ვერტმფრენი – 176 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 551 ერთეული [+3];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+3];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 395 ერთეული [+35];

სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

189 თვითმფრინავი;

129 ვერტმფრენი;

1 114 უპილოტო საფრენი აპარატი;

330 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 416 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 778 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 419 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 103 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print