ახალი ამბები
"მარიუპოლში ვითარება კრიტიკულია'' - ანდრიუშენკო
FaceBook
მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ადრიუშენკომ განაცხდა.

ანდრიუშენკოს ინფორმაციით, მოსახლეობის სასმელი წყლის მისაღებად რეგისტრაცია სჭირდებათ და ამის უფლება მხოლოდ ორ დღეში ერთხელ აქვთ.

მერის მრჩევლის თქმით, მარიუპოლზე თავდასხმის შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგია, გაზი და მილსადენით წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება.

"ადრე წყლის რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა კი საერთოდ შემცირდა - წყლის მისაღებად, რიგში რეგისტრაციაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალიც კიდევ უფრო ნაკლები იქნება",- განაცხადა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკოს თქმით, ქალაქში ეპიდემიის გავრცელების რისკიც არსებობს, რადგან მიწის ზედაპირზე დამარხულია გვამები.

"ძნელი სათქმელია რა სახის ეპიდემია, ჩვენ ველით ქოლერას, ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ანტისანიტარული პირობების შედეგად, ეს სრულიად შესაძლებელია".

უკრაინაში 103 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print