ახალი ამბები
საჩხერეში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
FaceBook
საჩხერეში ახალი დაცული ტერიტორიის, კვერეთის აღკვეთილის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.


კვერეთის აღკვეთილის შექმნა 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება.

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეს ადგილი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური და საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები.

"კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება", - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
Print