ახალი ამბები
"რა დარჩა რუსული არმიისგან? ომის დანაშაულები, სირცხვილი და სიძულვილი"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 100 დღის თავზე სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა.

პრეზიდენტმა მანამდე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ისეთივე ვიდეო გადაიღო, როგორიც ომის დაწყების პირველ დღეებში, სადაც ამბობდა, რომ მთავრობის წევრები კიევში იმყოფებოდნენ და არსად წასვლას არ აპირებდნენ.

რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმიდან 100 დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსული ჯარის, როგორც "უძლეველი არმიის" მითის მსხვრევაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათგან ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ ზიზღი, სიძულვილი, სირცხვილი და ომის დანაშაულები დარჩა.

„ერთი ფრაზა არის აღნიშვნის ღირსი "მსოფლიოს მეორე არმია". თავიდან ის საფრთხის შემცველად გამოიყურებოდა. მაშინ ის საშიში იყო, ბუჩას შემდეგ - ზიზღი გამოიწვია, ახლა კი - მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები, სირცხვილი და სიძულვილი. სიტყვა ბავშვების გვერდით, ყოველ დილით არის ახალი ციფრი. დღეს - 261, რუსეთის შემოჭრას უკვე 261 ბავშვი შეეწირა. რისთვის? არ არსებობს სიტყვები, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია", - თქვა ზელენსკიმ.

მან სიმბოლურად ის 100 სიტყვა ჩამოთვალა, რომლებიც 100 დღის განმავლობაში უკრაინელების განცდებს გამოხატავს.

"100 დღე - 100 სიტყვა. პირველ რიგში, ეს ორი სიტყვაა: "ჩვენი გმირები". ადამიანები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს, 24 თებერვლის ღამიდან იცავენ. ასევე უცხო სიტყვები, რომლებიც უკრაინაში მშობლიური გახდა: "ბაირაქტარი", "Harpoon", "HIMARS", "სტარლინკი", "Rzeszow" და რა თქმა უნდა, "ლენდ-ლიზი" - ერთი სიტყვა, მაგრამ ეს ბრძოლის 100 დღეს, დიპლომატიის 100 დღესა და მხარდაჭერის 100 დღეს ასახავს და სიტყვა, რომელიც ჩვენს ხასიათში რაღაც მნიშვნელოვანს ასახავს - "ჯაველინები", რომლებიც მტერს აშინებდნენ, რადგან არ ელოდნენ, რომ ჯავშანი მათ არ გადაარჩენდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა არსებობს სამი სიტყვა, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან. ესენია: მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა".
Print