ახალი ამბები
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13,3% შეადგინა, შარშან ამ დროს - 7.7% იყო
FaceBook
2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 22%-ით;

ტრანსპორტზე - 20%-ით;

საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და აირზე - 16,1%-ით.

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის მარტის შემდეგ ქვეყანაში საშუალო ინფლაციის დონე მუდმივად მზარდია. თუკი, გასული წლის მარტში საშუალო ინფლაციის დონე 4,8 პროცენტი იყო, ახლა 12,7 პროცენტი გახდა.

2021 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7.7% იყო.
Print