ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის მე-100 დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მთლიანი საბრძოლო დანაკარგები იყო დაახლოებით:

პერსონალი - ლიკვიდირებულია 30950 (+ 100) პირი ;

ტანკი - 1367 (+4);

საბრძოლო ჯავშანმანქანები / APV (+ 3366 (+12);

საარტილერიო სისტემები - 661 (+14); 

ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები - 95 (+0) დან; 

თვითმფრინავები - 210 (+0);

ვერტმფრენები-175 (+0);

UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე - 535 (+14);

ფრთოსანი რაკეტები / საკრუიზო რაკეტები - 121 (+1);

გემები / ნავები /- 13 (+0) დან;

საავტომობილო ტექნიკა, მანქანები და საწვავის ავზები-2329 (+4);

სპეციალური აღჭურვილობა - 51 (+0).

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ დაკარგა141 თვითმფრინავი, 110 ვერტმფრენი, 583 უპილოტო საჰაერო მანქანა, 269 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 2,576 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 287 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, ასევე 2 392 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

უკრაინაში ასი დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print