ახალი ამბები
ზელენსკი: რუსეთში 200 000 ბავშვია იძულებით გადაყვანილი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია.

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მისი  თქმით, მათ შორის, ბავშვთა სახლებიდან, მშობლებისგან და ოჯახებიდან წაყვანილი ბავშვები არიან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პასუხისმგებელ პირებს დასჯის. მისი თქმით, უკრაინა დაანახებს რუსეთს, რომ „მისი დაპყრობა შეუძლებელია და ხალხი არ დანებდება“ და მათი შვილები „ოკუპანტების საკუთრება არ გახდება“.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ამ დროისთვის, ომის დაწყების დღიდან 243 უკრაინელი ბავშვია დაღუპული, 446 კი - დაჭრილი, ხოლო 139 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

უკრაინაში 99 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print