ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 99-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 363 ერთეული [+2] ;

ჯავშანტექნიკა – 3 354 ერთეული [+11] ;

საარტილერიო სისტემა – 661 ერთეული [+2];

MLRS – 207 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+1];

თვითმფრინავი – 210 ერთეული [+2];

ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 521 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 325 ერთეული [+35];

სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+2];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

185 თვითმფრინავი;

129 ვერტმფრენი;

1 077 უპილოტო საფრენი აპარატი;

326 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 744 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 329 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 99 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print