ახალი ამბები
"ლუგანსკის მთელი რეგიონი ცეცხლის ქვეშ მოექცა'' - ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი
FaceBook
ოკუპანტები სევეროდონეცკის 80%-ს აკონტროლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისი თქმით, ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

გაიდაის თქმით, უკრაინელებმა ექვსი ოკუპანტიო ქვეყნის სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

"ლუგანსკის მთელი თავისუფალი რეგიონი ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენ ვახერხებთ ბევრ დასახლებულ პუნქტში რეზინის სატვირთო მანქანების შეყვანას და ხალხის ევაკუაციასაც კი", - წერს გაიდაი ტელეგრამზე

გაიდაის ცნობით, ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლის ქვეშ. ეს კი სამხედრო თვალსაზრისით ხელსაყრელი პოზიცია.

ბრიტანეთის  დაზვერვის განმარტებით, რუსეთის მთავარი პოლიტიკური მიზანი ახლა მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაციაა.

უკრაინაში 99 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print