ახალი ამბები
ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო რეიტინგის ლიდერებია
FaceBook
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების განახლებული მსოფლიოს რეიტინგის თანახმად - ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სიას საქართველოს ნაკრების წევრები ლიდერობენ.

ქართველ მოჭიდავეებს ლიდერის სტატუსი ათი წონითი კატეგორიიდან ორში აქვთ. რეიტინგის სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძეა (63 კგ), ხოლო უმძიმეს წონაში - იაკობ ქაჯაია (130კგ) ლიდერობს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საუკეთესო ხუთეულში ორი ქართველი ფალავანი მოხვდა. 70 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ზურაბ იაკობიშვილი იკავებს.

მეორე მოჭიდავე, რომელიც რეიტინგის ლიდერებში მოექცა, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია. ქართველი ფალავანი სიაში მეორე ადგილს იკავებს. ამ რეიტინგში ნიკა კენჭაძეს (79 კგ) - მეექვსე, ავთანდილ კენჭაძესა (74 კგ) და ირაკლი მწითურიძეს (92 კგ) - მერვე ადგილები აქვთ მინიჭებული.

ბერძნულ-რომაულში, მსოფლიოს მოწინავე ათეულში სულ ექვსი ქართველია: რამაზ ზოიძე (67 კგ) მეორე ადგილს იკავებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - მესამეს, ლაშა გობაძე (82 კგ) - მეექვსეს, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) - მეცხრე.



Print