ახალი ამბები
ზელენსკიმ ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ყოველდღიური რაოდენობა დაასახელა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, იჭრება - 500 მებრძოლი.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, ბრძოლაში დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება და 500-მდე ადამიანი ზიანდება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს", - აღნიშნა უმაღლესმა მთავარსარდალმა.

ამასთან, მან თქვა, რომ ურთულესი ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სამხრეთით.

UNIAN-ის ინფორმაციით, 12 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 16 დღის განმავლობაში 1300 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

28 მაისს უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუცეიტმა თქვა, რომ 24 თებერვლიდან რუს დამპყრობლებთან ბრძოლებში 50-ზე მეტი სპორტსმენი დაიღუპა. მან აღნიშნა, რომ ოლიმპიური და არაოლიმპიური სპორტსმენები უკრაინას იარაღით ხელში იცავენ.

უკრაინაში 98  დღეა ომია.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი