ახალი ამბები
"გადავწყვიტე უკრაინელები უზრუნველვყო თანამედროვე საბრძოლო მასალით'' - ბაიდენი
FaceBook
აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემას გადასცემს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.

ბაიდენის წერილის მიხედვით, სარაკეტო სისტემა უკრაინელებს საშუალებას მისცემს სამიზნეს მაღალი სიზუსტით დაარტყან.

"გადავწყვიტე უკრაინელები უზრუნველვყოთ უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და საბრძოლო მასალით, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინაში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან", - წერს ბაიდენი The New York Times-ში.

ბაიდენის განმარტებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე იარაღით შეიარაღებას. მათ შორისაა: ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები, ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერები, დიდი სიმძლავრის არტილერია და დამიზნებითი სისტემები, დრონებით, Mi-27-ის ტიპის ვერტმფრენები, რადარები და ტყვია-წამალი.

უკრაინაში 98 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print