ახალი ამბები
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
FaceBook
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართება.
მთავარი ლოკაციები გაბაშვილის პარკი, ცენტრალური ბულვარი, სპორტის სასახლე და ყინულის მოედანი იქნება.

მთელი დღის განმავლობაში, გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკში, საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ მოემსახურება.

10:00-20:00 საბავშვო ატრაქციონები - ცენტრალური ბულვარი;

10:00–20:00 საბავშვო ატრაქციონები - ბ.გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკი;

10:00-14:00 მხიარული ასპარეზობა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით - სპორტის სასახლე;

10:00 ცარცით ხატვის კონკურსი " ბავშვები ვხატავთ ოლიმპიურ სამყაროს - მშვიდობისა და ერთიანობისთვის" - ცენტრალური ბულვარი და "შრომის მემორიალის "მიმდებარე ტერიტორია;

10:00 საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის გამოფენა "ეკომეგობრული ტრანსპორტი ბავშვებისათვის" - "შრომის მემორიალის " მიმდებარე ტერიტორია;

10:00 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ ასფალტზე ცარცით ხატვა "სპორტი ნახატებში" - ცენტრალური ბულვარი;

11:00 რეაბილიტირებული ყინულის მოედნის გახსნა , საჩვენებელი პროგრამა

- ყინულის მოედანი;

12:00-18:00 ხელთნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;

12:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა - ბავშვთა ხელოვნების გალერეა;

12:00-18:00 ჭადრაკის ტურნირი ბავშვთა შორის- ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;

12:00-18:00 სამხატვრო სტუდია "ხელოვანის" მოსწავლეთა ნახატების გამოფენა - გალერეა "ვარლა";

12:00-18:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი- ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;

12 :00-14 : 00 საბავშვო სპორტული ქალაქი

საჩვენებელი გამოსვლები: ტაიკვანდო, უშუ, სპორტული აკრობატიკა, ფარიკაობა, ტურნირი მკლავჭიდში, გარბენი "ბავშვები მშვიდობისათვის" - ცენტრალური ბულვარი;

12:00-13:00 ; 14:00-15:00 სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა"- თოჯინების თეატრი;

13:00-15:00; 16:00-17:30 საბავშვო სტუდიების კონცერტი- ცენტრალური ბულვარი;

15:00-16:00; 17:00-18:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა "ზღაპრული შოუ" - ცენტრალური ბულვარი;

19:00 – 20:00 საბავშვო გალა-კონცერტი - ცენტრალური ბულვარი.

ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
Print