ახალი ამბები
დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება
FaceBook
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება.
პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება.

"შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.
მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ დროისთვის დახმარების ოდენობა  ოჯახში თითო ბავშვზე  100 ლარს შეადგენდა. 

აღნიშნული გადაწყვეტლება მთავრობაში მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს.
Print