ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 98-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200];

ტანკი – 1 361 ერთეული [+3];

ჯავშანტექნიკა – 3 343 ერთეული [+41];

საარტილერიო სისტემა – 659 ერთეული [+10];

MLRS – 207 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 94 ერთეული [+1];

თვითმფრინავი – 208 ერთეული [+1];

ვერტმფრენი – 175 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 519 ერთეული [+4];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 290 ერთეული [+15];

სპეცტექნიკა – 49 ერთეული [+1];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

184 თვითმფრინავი;

128 ვერტმფრენი;

1 070 უპილოტო საფრენი აპარატი;

325 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 342 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 738 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

3 311 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 98 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print