ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთვრობო ორგანიზაცია იკვლევს
FaceBook
"ეს არის ქალაქის მერის, შოთა მურღულიას შურისძიება პროგრესული აზრის გამო"


ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევს.

არასმთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტების განმარტებით, საბავშო ბაღების ფილიალების ხელმძღვანელები არაკანონიერად გაათავისუფლეს.

"ამ ადამიანებმა მოგვმართეს თავიანთი უფლების დასაცავად. ჩვენ უკვე ვსწავლობთ ამ საქმეს და თუ რამდენად კანონიერად არიან გათავისუფლებულები ამას სასამართლო დაადგენს. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები დაიჩაგრნენ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კოორდინატორი, ზურაბ ზამბახიძე.

#1 საბავშო ბაღის ფილიალის გათავისუფლებული ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის განმარტებით, ისინი ქალაქის მერმა განსხვავებული და პროგრესული აზრის გამო გაათავისუფლა.

"ეს არის ქალაქის მერის, შოთა მურღულიას შურისძიება პროგრესული აზრის გამო", - ამბობს ზაალ ხონელიძე.

ქუთაისის საბავშვო ფილიალების (#1, #13, #17,#15) ყოფილ ხელმეძღვანელებს გათავისუფლების შესახებ შესაბამისი გაერთიანებიდან ბრძანება გუშინ მიუვიდათ. ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

"ისინი გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ გააცდინეს სასწავლო პროცესი და ეს არის უხეში დარღვევა. აქციის გამო სასწავლო პროცესი ჩაშალეს", - განმარტავს ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.

ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებმა გასული წლის 11 დეკემბერს საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხვნით მერიის წინ გამართეს.

აქციის მონაწილე პედაგოგებს შესაბამისმა ააიპ გაერთიანებამ ხელფასებიც დაუქვითა.


Print