ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 97-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 358 ერთეული [+9]

ჯავშანტექნიკა – 3 302 ერთეული [+20]

საარტილერიო სისტემა – 649 ერთეული [+6]

MLRS – 207 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 208 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 174 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 515 ერთეული [+8]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 275 ერთეული [+11]

სპეცტექნიკა – 48 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

183 თვითმფრინავი

128 ვერტმფრენი

1 064 უპილოტო საფრენი აპარატი

325 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 323 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

451 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 731 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

3 294 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 97 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print