ახალი ამბები
"სევეროდონეცკში ვითარება უკიდურესად მძიმეა'' - ლუგანსკის გუბერნატორი
FaceBook
უკრაინაში, სევეროდონეცკში ვითარება უკიდურესად მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის გუბერნატორი სერგი გაიდაი ავრცელებს. მისი განმარტებით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ.

გაიდაის თქმით, ქალაქიდან უკვალოდ სამი ექიმი გაქრა, მათი მანქანა განადგურებული იპოვეს, ექიმებთან კავშირი კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"სევეროდონეცკში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების 90%, საიდანაც 60% აღდგენას აღარ ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ გადაადგილება საშიშია და ტრანსპორტირებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის უფრო უსაფრთხო მარშრუტებს ვირჩევთ", - განაცხადა გაიდაიმ.

უკრაინაში 97 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print