ახალი ამბები
"მაიმუნის ყვავილზე" PCR ტესტის აღება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "მაიმუნის ყვავილის" დიაგნოსტირება ტესტების საშუალებით, საქართველოშიც მოხდება.

მისი თქმით, ქვეყანაში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს.

ტესტები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"მაიმუნის ყვავილზე" საქართველოში ლაბორატორიული დიაგნოსტიკაა შესაძლებელი, თუმცა, დაავადების აღმოჩენას რამდენიმე დღე სჭირდება.

ევროპაში "მაიმუნის ყვავილის" 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადების წინააღმდეგ ზომები უკვე მიიღო ბელგიამ და დაავადებულებისთვის 21 დღიანი იზოლაციის წესი აამოქმედა.

დაავადება, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით გადადის. მისი გადამტანები ძირითადად, მღრღნელები და პარაზიტები არიან. ინკუბაციის პერიოდი 6-დან 13-მდე, ან 21 დღე შეიძლება იყოს. "მაიმუნის ყვავილის" აფრიკის ფარგლებს გარეთ გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია.

"მაიმუნის ყვავილი" პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. ამ ინფექციით ადამიანის დაავადების შემთხვევა პირველად 1970 წელს, კონგოში გამოვლინდა.

რა სიმპტომები ახასიათებს "მაიმუნის ყვავილს", ნახეთ აქ:

Print