ახალი ამბები
ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს ახალი სანქციები დაუწესონ რუსეთს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს დაძლიონ წინააღმდეგობები და დაამტკიცონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირის შიდა განხეთქილების გაღვივება კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.

"რუსეთს სურს იხილოს არათანმიმდევრული ევროპული საბჭო ერთიანი ევროკავშირის ნაცვლად, აგრესორს სურს იმ 27 ცალკეული სახელმწიფოს ფრაგმენტთა ხილვა, რომელთა გაერთიანება შეუძლებელია. დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ როგორ ნადგურდება ქალაქები უკრაინულ მიწაზე და როგორ ირყევა ევროპული, სასურველი ერთიანობა",
- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში 97 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #ზელენსკი