ახალი ამბები
პოლონეთი მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს
FaceBook
პოლონეთი მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ოფიციალური გარანტი გახდეს.

ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ომი დასრულდება, თუ სამშვიდობო შეთანხმების ასეთი პირობა იარსებებს და თუ უკრაინა შემოგვთავაზებს, რომ ვიყოთ მისი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს“,
- განაცხადა დუდამ.

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დავით არახამია ამბობდა, რომ უკრაინას თავისი უსაფრთხოების გარანტებად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ხილვა სურს – მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ისრაელის. გარანტორი ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, უკრაინას დახმარება რამდენიმე დღეში აღმოუჩინონ.

უკრაინაში 96 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print