ახალი ამბები
ჭიათურაში 2016 წლის 20 იანვრიდან მანგანუმის წარმოება შეჩერდება
FaceBook
"გადაწყვეტილება მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა"

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 20 მაისამდე მანგანუმის წარმოება შეწყდება.

ჭიათურაში მანგანუმის წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი ვერსიად მანგანუმის მომპოვებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ახალი ხელმძღვანელობა სახელდება.

სოციალურ ქსელში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ "ჯორჯიან მანგანეზს" მიმდინარე წლის 20 იანვრიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა," - ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

"ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად," - ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი, ველველ ლოზინსკი.

ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის მაისიდან დაუბრუნდება.

ამ პერიოდში კი საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი.

Print