ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 96-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 349 ერთეული [+11]

ჯავშანტექნიკა – 3 282 ერთეული [+12]

საარტილერიო სისტემა – 643 ერთეული [+12]

MLRS – 205 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული

თვითმფრინავი – 207 ერთეული

ვერტმფრენი – 174 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 507 ერთეული [+3]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 118 ერთეული [+2]

გემი/ნავი – 13 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 258 ერთეული [+18]

სპეცტექნიკა – 48 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

183 თვითმფრინავი

128 ვერტმფრენი

1 049 უპილოტო საფრენი აპარატი

325 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 309 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 722 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 270 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 96 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print