ახალი ამბები
"რუსეთი იტყუება, როდესაც უკრაინას მოლაპარაკებებზე უარის თქმაში ადანაშაულებს"
FaceBook
რუსეთი იტყუება, როდესაც უკრაინას მოლაპარაკებებზე უარის თქმაში ადანაშაულებს,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ნამდვილი მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება თუ რუსეთი უარს იტყვის თვალთმაქცობაზე.

„ნამდვილი მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუ რუსეთი უარს იტყვის თვალთმაქცობაზე, დატოვებს ქვეყნის სამხრეთს და გაიყვანს ჯარს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თქმით, ვიდრე ეს პირობები შესრულებული არ არის „მოლაპარაკებებს აწარმოებს „დელეგაცია“ ფრონტის ხაზზე.

უკრაინაში 95 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print