ახალი ამბები
„პატრონმა“ კანის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო
FaceBook
ძაღლმა "პატრონმა", რომელიც ჩერნიგოვში რუსი დამპყრობლების მიერ დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში მონაწილეობს, კანის კინოფესტივალზე ჯილდო Palm Dog Award მიიღო.


ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ვებგვერდი იტყობინება.

"კანში ძაღლებისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მივიღე - Palm Dog Humanitarian! სხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში ბედნიერი ვიქნებოდი და კუდსაც გავაქიცინებდი, მაგრამ რეალობა სხვაა. დაჯილდოების დროს მიხაილოს გამოსვლა (ეს ჩემი პატრონი და კოლეგაა) ამოჭრეს. იქ ის ითხოვდა შთაგონებულიყვნენ ჩემი გამბედაობით და მეტი იარაღი მიეცათ უკრაინისთვის. რაც მეტი იარაღი, მით ნაკლები დრო მტერს ჩვენი ტერიტორიების დანაღმვისთვის. მადლობელი ვარ, რომ ტაში დამიკარით. თავად მე ტაშს მაშინ დავუკრავ, როცა მივიღებ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს მსოფლიოში: უკრაინის გამარჯვების ამბავს",
- ნათქვამია "პატრონის" ინსტაგრამ გვერდზე.

უკრაინელ შინაურ ცხოველს მიენიჭა Palm Dog Humanitarian სამკერდე ნიშანიც, რომელიც გადაეცა ადამიანებისა და ძაღლების კავშირისთვის.

აღსანიშნავია, რომ "კანის საუკეთესო ძაღლის" ჯილდო გადაეცემა კინოფესტივალში მონაწილე ფილმის პერსონაჟ ძაღლს. ამ ყოველწლიურ არაოფიციალურ დაჯილდოებას სათავე დაუდო 2001 წელს ჟურნალისტმა ტობი როუზიმ.

ორი წლის ძაღლი „პატრონი“ ჩერნიგოვის რაზმის მფარველი და თილისმაა. იგი კოლეგა გამნაღმველებთან ერთად ეძებს და ანეიტრალებს ნაღმებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "პატრონი" დააჯილდოვა მედლით „ერთგული სამსახურისთვის“.
Print