ახალი ამბები
"დონბასი უკრაინული იქნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში დონბასისთვის მიმდინარე ბრძოლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსული არმიის მცდელობის მიუხედავად, ეს რეგიონი უკრაინის იქნება და რუსეთი მის მიტაცებას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, რუსეთი როგორც უნდა ეცადოს უკრაინის განადგურებას და დანგრევას, უკრაინელები თავიანთ ქვეყანას მაინც აღადგენენ.

"ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ელოდნენ, ამიტომ მათ დონბასში მაქსიმალური არტილერიის კონცენტრირება მოახდინეს, არის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას ისე, როგორც ჩვენი დღევანდელი თავდაცვის რესურსები იძლევა ამის საშუალებას. თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას მაინც აღვადგენთ. ჩვენი უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება",
- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში 94 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print