ახალი ამბები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 241 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შედეგად 241 ბავშვი დაიღუპა, 433-ზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონებში ემსხვერპლა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში - 151, კიევის ოლქში - 116.

დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 887 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 180 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა