ახალი ამბები
ხორბალი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - რა სურს პუტინს?
FaceBook
რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს მოხსნის.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრეზიდენტ, მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"ვერ დავუშვებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას"
- "ამერიკის ხმის" ცნობით, ასეთია ბრიტანეთის პასუხი პუტინის მოთხოვნაზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება. მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პორტებში მარცვლეულით დატვირთული გემების განბლოკვის გამო, გამოსასყიდის მოთხოვნაში დაადანაშაულა.

"საშინელებაა, რომ პუტინი ცდილობს გამოსასყიდის მოთხოვნას და ის არსებითად იყენებს (ამისთვის) შიმშილსა და საკვების ნაკლებობას მსოფლიოს უღარიბეს ხალხში. ჩვენ, უბრალოდ არ დავუშვებთ ამას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, სანქციების გაუქმება გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინს გააძლიერებს და ეს არ უნდა მოხდეს.

უკრაინის შავი ზღვის პორტები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ დაბლოკილია. უკრაინიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული ვერ გააქვთ.

უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
Print