ახალი ამბები
ისრაელი უკრაინას Spike ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს აღარ მიაწვდის
FaceBook
ისრაელი თავისი ტექნოლოგიებით წარმოებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს უკრაინას აღარ მიაწვდის.

ინფორმაციას УНИАН-ი ავრცელებს ამერიკულ გამოცემა Axios-ზე დაყრდნობით. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ამირ ეშელმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას მიაწვდის მხოლოდ არალეტალურ სამხედრო ტექნიკას, რადგან თელ-ავივი შეშფოთებულია, რომ რუსი ჯარისკაცები ისრაელის წარმოების იარაღით დაიღუპებიან, რის შედეგადაც, შეიძლება რუსეთმა ზიანი მიაყენოს ისრაელის უსაფრთხოებას სირიაში.

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის თხოვნა, რომ უკრაინას მიეღო გერმანიაში ისრაელის ტექნოლოგიებით წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო Spike რაკეტები. როგორც ცნობილია, Spike ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გერმანიაში  ისრაელის ქარხანაში აწარმოებენ და გადატანის შემთხვევაში ისრაელის ნებართვაა საჭირო.

უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print